ROLF Deckenkonstruktionen Georgia-ს ახალი, C სექტორი ოფიციალურად გაიხსნა.

“C”  სექტორის სივრცე განკუთვნილია ახალი მოდელის მეტალის შეკიდული ჭერების საწარმოებლად და დაკომპლექტებულია თანამედროვე, მაღალი წარმადობის საწარმოო ხაზებით.
“სექტორი C” მოიცავს 1200კვ.მ. საწარმოო და სასაწყობე სივრცეს, საკონფერენციო დარბაზს, კაფეტერიას და საოფისე სივრცეებს, რომლებიც სრულად აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით.
5 წლიანი განვითარების გეგმის შესაბამისად, ROLF – ს შეემატა 3 ახალი საწარმოო და სასაწყობე სივრცე:
2022 წელი – “სექტორი A” ;
2023 წელი – “სექტორი B”,
2025 წელი – “სექტორი C”,
2026 წელი – “სექტორი D”, რომელიც უკვე სრულად დააკომპლექტებს ბრენდის სრული ასორტიმენტის წარმოებას.
პროექტი განხორციელდა პროგრამა “აწარმოე საქართველო” – ს მხარდაჭერით