ROLF-ის გრილიატოსა და ბაფლის ტიპის ჭერების მთავარი ფუნქცია ჭერის კომუნიკაციების ეფექტური დიზაინით დაფარვა და მათთან მარტივი სასერვისო წვდომაა.
თანამედროვე მშენებლობაში, სტანდარტულად, კომუნიკაციების თითქმის სრული ნაწილი ჭერშია გადასული. შესაბამისად, გაჩნდა საჭიროება, ეს კომუნიკაციები ისე დაიფაროს, რომ ნებისმიერ წერტილში, იყოს მარტივად მოხსნადი და მიღწევადი სასერვისო სამუშაოებისათვის.

თანამედროვე ჭერის ძირითადი კომუნიკაციებია:
🔹 ⁠გათბობა-ვენტილაციის ჰაერსატარები და აგრეგატები
🔹 ⁠ელექტროკომუნიკაციები
🔹 ⁠ინტერნეტის და ქსელური კომუნიკაციები
🔹 ⁠სახანძრო-უსაფრთხოების კომუნიკაციები
🔹 სხვა დანარჩენი კომუნიკაციები

ROLF შესაძლებლობას გაძლევთ მარტივად გადაჭრათ ჭერის კომუნიკაციების პრობლემები და სივრცეს შესძინოთ მეტი ესთეტიკა.

#ROLFDeckenkonstruktionen