ROLF-ის მომდევნო შესრულებული პროექტი
საქართველოს უნივერსიტეტი • The University Of Georgia

პროექტის შესახებ:
◾ დამკვეთი: საქართველოს უნივერსიტეტი
◾ ჭერის ტიპი: ROLF Grilliato 100×100, Jet Black
◾ შესრულებული სამუშაო: პროექტირება, წარმოება, მონტაჟი

საქართველოს უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია ქართულ ბაზარზე. ამჟამად, უნივერსიტეტი ახორციელებს 50-ზე მეტ აკადემიურ პროგრამას სწავლების ყველა საფეხურზე (საბაკალავრო, სამაგისტრო, ერთსაფეხურიანი და სადოქტორო), სადაც სწავლობს 8000-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტი. საქართველოს უნივერსიტეტი გამორჩეულია უმაღლესი ხარისხის, განსაკუთრებული საგანმანათლებლო პროცესითა და ისეთი ტიპის თანამედროვე ინფრასტრუქტურით, რომელშიც ადამიანი ხარისხიან განათლებასთან ერთად პრაქტიკულ უნარებსაც ეუფლება.

საქართველოს უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი იყო ჭერის თანამედროვე, ფუნქციური და ესთეტიკური მიმზიდველობა მაღალ ხარისხთან ერთად.

ROLF-ის გუნდმა ყველა პარამეტრით დააკმაყოფილა მოთხოვნილი საერთაშორისო სტანდარტები და წარმოგიდგენთ დასრულებული სახით.