ROLF-ის მორიგი შესრულებული პროექტი
GreenHill Residence • გრინჰილ რეზიდენსი

🔹 პროექტის შესახებ:
◾️ დამკვეთი: GreenHill Residence
◾️ ჭერის ტიპი: ROLF Grilliato 100×100, Cat. “A”
◾️ შესრულებული სამუშაო: პროექტირება, წარმოება, მონტაჟი

🔹 დამკვეთის შესახებ:
GreenHill Residence • გრინჰილ რეზიდენსი — თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც გამოირჩევა ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი, განვითარებული ინფრასტრუქტურითა და მაღალი ხარისხის სამშენებლო სტანდარტებით.

პროექტის მთავარი ამოცანა იყო გრილიატოს ჭერის გამოყენებით სადარბაზოებსა და საოფისე სივრცეებში ისეთი ინტერიერის შექმნა, რომელიც სრულად შეესაბამება GreenHill Residence-ის არქიტექტურულ და სტილურ ხედვას.

გრილიატოს ჭერი გახდა სივრცის განუყოფელი ნაწილი — ვიზუალურად დახვეწილი და ტექნიკურად გამართული გადაწყვეტა, რომელიც ხაზს უსვამს კომპლექსის უმაღლეს სტანდარტებს.

ROLF-ის გუნდმა წარმატებით განახორციელა პროექტის ყველა ეტაპი — წარმოებიდან მონტაჟამდე — საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით და წარმოგიდგენთ დასრულებული სახით.