ROLF-ის კიდევ ერთი წარმატებული პროექტი
ILIYARD Business Center • ილიარდის ბიზნეს ცენტრი
📍 თბილისი
ელეგანტურობისა და ფუნქციონალურობის უნიკალური შეხამება. სივრცე, სადაც თანამედროვე არქიტექტურა ერწყმის დახვეწილ ბიზნეს გარემოს. ILIYARD-ის ბიზნეს ცენტრის ატმოსფერული ლობი და ყველა სართულის ფოიე აღჭურვილია ROLF-ის ჭერის სისტემებით, რომლებიც იდეალურად პასუხობს როგორც ესთეტიკურ, ისე ტექნიკურად რთული ობიექტების მოთხოვნებს და ინტერიერს სისუფთავეს, სტრუქტურასა და ჰაეროვნებას მატებს.
🔹 ROLF-ის ჭერის სისტემების მახასიათებლები:
ROLF Baffle 80x83mm, int.55mm, 3D Wood
▪️ თანამედროვე, ჰაეროვანი ვიზუალი ქმნის მსუბუქ, ღია და მოწესრიგებულ სივრცეს მასშტაბურ ლობიში და ფოიეებში
▪️ მეტალის მაღალი ხარისხის მასალა – გამძლე, სუფთა და მარტივად მოსავლელი, რაც უზრუნველყოფს ინტერიერის პირვანდელი იერის ხანგრძლივ შენარჩუნებას
▪️ ტექნიკური კომუნიკაციების ეფექტური დამალვა – ყველა სართულის ფოიეში შესრულებული სამუშაო ქმნის ერთიან და მოწესრიგებულ ვიზუალურ სტანდარტს
▪️ სწრაფი მონტაჟი და მაღალი ექსპლუატაციის მაჩვენებელი
🔹 აკუსტიკური და ფუნქციური უპირატესობა:
ჭერის სტრუქტურა ოპტიმალურად ანაწილებს განათებას და უზრუნველყოფს მყუდრო, სტაბილურ და ტექნიკურად გამართულ ატმოსფეროს როგორც ლაუნჯ ზონებში, ისე სამუშაო სივრცეებში.














