2 აგვისტოს, სამშაბათს, 10:00 საათზე, გიწვევთ შპს “როლფ დეკენკონსტრუქციონენ საქართველო”-ს საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე.
საწარმოს საზეიმო ვითარებაში გახსნის საქართველოს ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.
პროექტი ხორციელდება პროგრამა „აწარმოე საქართველოში მხარდაჭერით“ და რეგიონში წარმოადგენს გრილიატოს უჯრედული მეტალი ჭერის ერთადერთ წარმოებას.
გრილიატო ყველაზე პრაქტიკული შეკიდული ჭერის ერთერთი კონსტრუქციაა, რომელიც მიმზიდველი, ეფექტური და მონოლითური ვიზუალის გარდა გამოირჩევა მაღალი საექსპლუატაციო და უსაფრთხოების თვისებებითა და ფუნქციონალით.
წარმოების დაწყებამდე კომპანიის ადმინისტრაციულმა და ტექნიკურმა მენეჯმენტმა გადამზადება გაიარეს გერმანიაში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით GIZ-ისა და Gicon-ის სატრენინგო ბაზაზე. გერმანული საწარმოო ცოდნის, მხოლოდ გამოცდილების ინტეგრაციისა და წარმოების ტექნიკური აღჭურვის შემედგ მოხდა ახალი ქართული წარმოების ჩამოყალიბება.
მისამართი: თბილისი, აბელ ენუქიძის 11.
გაიგე მეტი ჩვენს შესახებ!
www.rolfdk.com


