2022 წლის 2 აგვისტოს საზეიმო ვითარებაში შედგა კომპანია ROLF Deckenkonstruktionen Georgia-ს საწარმოს ოფიციალური გახსნითი ღონისძიება. ცერემონიალს პატრნიორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და სააგენტო “აწარმოე საქართველოში” დირექტორი მიხეილ ხიდურელი.
კომპანიის როლფ-ის მმართველმა გიორგი ბეკარაშვილმა მოწვეულ სტუმრებს, არსებულ და პოტენციური პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებს გააცნო წარმოების სპეციფიკა, მიმდინარე წარმოებული პროდუქციის მახასიათებლები, 2023 წლის კონცეპტუალური პროდუქტების მოდელები და კომპანიის სამომავლო გეგმები.