შპს “როლფ დეკენკონსტრუქციონენ საქართველო”-ს წარმოებას საფუძველი ჩაეყარა 2020 წლის დეკემბერში, რასაც წინ უძღვოდა მრავალწლიანი გამოცდილება (2015 წლიდან) გრილიატოს და ხაზოვანი (რეიკული) შეკიდული ჭერების საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში იმპორტის, რეალიზაციისა და სრული სამონტაჟო-საგარანტიო სერვისის.
წარმოების დაწყებამდე კომპანიის ადმინისტრაციულმა და ტექნიკურმა მენეჯმენტმა გაიარა გადამზადება გერმანიაში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით GIZ-ისა და Gicon-ის სატრენინგო ბაზაზე. ასევე მოხდა გერმანული საწარმოო ცოდნისა და გამოცდილების ინტეგრაცია, წარმოების ტექნიკური აღჭურვა და მხოლოდ მას შემდგომ ახალი ქართული წარმოების ჩამოყალიბება.
ჩვენი წარმოების ძირითად სარეალიზაციო ბაზრად საფუძველშივე მოაზრებული იყო ევროკავშირის ქვეყნები, შესაბამისად საწარმოს მთავარი პრიორიტეტი მაღალ ევროპულ კლასის პროდუქციის წარმოებაა. ვიყენებთ მხოლოდ პრემიუმ კლასის ნედლეულს და ლაბორატორიული სიზუსტით ვაკონტროლებთ წარმოების ციკლის ყველა ეტაპს.
2022 წლიდან პროგრამა “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით სრულად ჩავუშვით გრილიატოს უჯრედული ჭერის წარმოება და დღეისათვის ჩვენს რეგიონში ერთადერთი საწარმო ვართ აღნიშნული მიმართულებით. 2022 წლის ბოლოდან უკვე აქტიურიად ვოპერირებთ სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებზე და 2023 წლის ბოლოდან შევდივართ ევროკავშირის ბაზრებზე შესაბამისი CE და ISO სასერტიფიკატო პროცედურების დასრულებისთანავე.
2023 წლის მაისიდან დავიწყეთ დეკორატიული ხაზოვანი (რეიკული) ჭერების წარმოება, ხოლო 2023 წლის დეკემბრიდან დაგეგმილი გვაქვს პანელური შეკიდული ჭერებისა და ლედ სანათების წარმოების ჩაშვება.
როლფის ამბიციური გუნდი ორიენტირებულია მუდმივ განახლებაზე და გაფართოებაზე. ჩვენი მიზანია უმაღლესი ხარისხის პროდუქტისა და სერვისის წარმოებით ჩვენი მოწინავე ადგილი დავიკავოთ არამხოლოდ ევროკავშირის არამედ მსოფლიო ბაზარზე.
*პროექტი განხორციელდა პროგრამა “აწარმოე საქართველოში მხარდაჭერით.