ხარისხის კონტროლი

ჩვენი კომპანიისთვის წარმოებული პროდუქციის ხარისხი და მომხმარებლის კმაყოფილება არის უპირველესი პრიორიტეტი. შესაბამისად წარმოების ყველა ეტაპს ვაკონტროლებთ მაქსიმალურად. მომხმარებლისთვის ჩაბარებული პროდუქციის ყოველ ყუთზე დატანილია წარმოების თარიღი და შტრიხკოდი, რომელიც უამრავ ინფორმაციას შეიცავს. მისი საშუალებით შესაძლებელია დადგინდეს ნედლეულის პარტია, კონკრეტულად რომელი თანამშრომლები ღებულობდნენ მონაწილებას კონკრეტული პროფილის წარმოებაში და ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში რა იყო მიზეზი გამოვლენილი ხარვეზისა. ყუთზე დატანილი შტრიხკოდის შედეგად შეგვიძლია კონკრეტული პროფილის წარმოების სრული ციკლის ვიდეომასალის ამოღებაც.

გრილიატოს წარმოების ხარისხის კონტროლი და ფიზიკური სახით შემოწმება, დაახლოვებით 10 საფეხურს მოიცავს:

  1. ნედლეულის ლაბორატორიული სიზუსტით შემოწმება ღებვის ხარისხზე საწარმოში შემოსვლისას (ყოველი 10 000მ)
  2. ნედლეულის ლაბორატორიული სიზუსტით შემოწმება კორიზიამედეგობაზე (ყოველი პარტიის მარილოვანის ტესტირების მეთოდით)
  3. ნედლეულის ლაბორატორიული სიზუსტით შემოწმება მასალის სისქესა და სიგლუვეზე საწარმოში შემოსვლისას (ყოველი 10 000მ)
  4. ნედლეულის ჭრის კონკრეტული სახაზო ნაწილის სიზუსტის შემოწმება ხაზზე გაშვებამდე (ყოველი 500მ)
  5. მასალის ჭრილის სიზუსტის გაზომვა (ყოველი 100-ე, დასაშვები ცდომილება 150 მიკრონი)
  6. მასალის სიგრძის სიზუსტის გაზომვა (ყოველი 100-ე, დასაშვები ცდომილება 150 მიკრონი)
  7. პროფილის ფორმირების სიზუსტის შემოწმება (ყოველი 100-ე)
  8. პროფილის სიმტკიცის შემოწმება (ყოველი 200-ე)
  9. სასაწყობო შეფუთვის შემოწმება
  10. მომხმარებლამდე მიწოდების სატრანსპორტო შეფუთვის შემოწმება