გრილიატოს მონტაჟის სქემა და კომპლექტაცია
როლფის გრილიატოს კონსტრუქცია შედგება 5 ტიპის პროფილის და 3 სამაგრი მაკოპლექტებლისაგან. აწყობილ კონსტრუქციაზე შეუიარაღებელი თვალით მათი გარჩევა შეუძლებელია. ყველა პროფილის სიმაღლე შეადგენს 40მმ-ს, სიგანე 15მმ-ს და ფორმირებაც იდენტურია. განსხვავებულია მხოლოდ მათი სიგრძე და ჩამკეტების ტიპები.
გრილიატოს საბაზო ფერებია, შავი RAL9005, თეთრი RAL9003, ვერცხლისფერი RAL9006.
სპეცშეკვეთით შესაძლებელია თქვენთვის სასურველ ფრად ღებვა.
(იხილეთ ილუსტრაცია ნახაზზე):
- ROLF U15-M მთავარი გრძივი (მზიდი) პროფილი
- ROLF U15-T ტიხრის მზიდი პროფილი
- ROLF U15-G ქვედა უჯრედის პროფილი
- ROLF U15-B ზედა უჯრედის პროფილი
- ROLF W25-L პერიმეტრის (კედლის) პროფილი
- ROLF U15-C10 პროფილის გადასაბმელი
- 600მმ საკიდი კაუჭით
- ROLF U15-H ზამბარისებრი მარეგულირებელი საკიდი
როლფი აწარმოებს 8 უჯრედის ტიპის გრილიატოს:
- 50×50მმ უჯრედით (შიდა სივრცე 35მმ)
- 60×60მმ უჯრედით (შიდა სივრცე 45მმ)
- 75×75მმ უჯრედით (შიდა სივრცე 60მმ)
- 86×86მმ უჯრედით (შიდა სივრცე 71მმ)
- 100×100მმ უჯრედით (შიდა სივრცე 85მმ)
- 120×120მმ უჯრედით (შიდა სივრცე 105მმ)
- 150×150მმ უჯრედით (შიდა სივრცე 135მმ)
- 200×200მმ უჯრედით (შიდა სივრცე 185მმ)
გრილიატოს კომპლექტაცია 1კვ.მ-ზე უჯრედის ზომის მიხედვით
პროფილის ტიპი | ერთეული | 50×50 | 60×60 | 75×75 | 86×86 | 100×100 | 120×120 | 150×150 | 200×200 |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
გრილიატოს მოდული 600×600 | ც | 2.80 | 2.80 | 2.80 | 2.80 | 2.80 | 2.80 | 2.80 | 2.80 |
U15-M გრძივი (მზიდი) პროფილი |
ც | 0.70 | 0.70 | 0.70 | 0.70 | 0.70 | 0.70 | 0.70 | 0.70 |
U15-T ტიხრის მზიდი პროფილი | ც | 2.80 | 2.80 | 2.80 | 2.80 | 2.80 | 2.80 | 2.80 | 2.80 |
U15-G ქვედა უჯრედის პროფილი | ც | 30.58 | 25.02 | 19.46 | 16.68 | 13.9 | 11.12 | 8.34 | 5.56 |
U15-B ზედა უჯრედის პროფილი | ც | 30.58 | 25.02 | 19.46 | 16.68 | 13.9 | 11.12 | 8.34 | 5.56 |
W25-L პერიმეტრის პროფილი | ც | 0.20 | 0.20 | 0.20 | 0.20 | 0.20 | 0.20 | 0.20 | 0.20 |
U15-C10 პროფილის გადასაბმელი | ც | 0.65 | 0.65 | 0.65 | 0.65 | 0.65 | 0.65 | 0.65 | 0.65 |
600მმ საკიდი შამფური კაუჭით | ც | 1.70 | 1.70 | 1.70 | 1.70 | 1.70 | 1.70 | 1.70 | 1.70 |
U15-H რეგულირებადი საკიდი | ც | 1.70 | 1.70 | 1.70 | 1.70 | 1.70 | 1.70 | 1.70 | 1.70 |