2020 წელს საფუძველი ჩაეყარა ROLF-ის ქართულ წარმოებას, რასაც წინ უძღვოდა 7 წლიანი გამოცდილება იმპორტისა და რეალიზაციის სფეროში საქართველოში. წარმოების მშენებლობამდე და საინჟინრო დაგეგმვამდე როლფის გუნდმა გადამზადება გაიარა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით GIZ-ისა და Gicon-ის სატრენინგო ბაზაზე. ასევე მოხდა გერმანული საწარმოო ცოდნისა და გამოცდილების ინტეგრაცია წარმოების ტექნიკური აღჭურვაში.
2021 წელს საწარმო სრულად აღიჭურვა ევროპული საწარმოო ხაზებითა და ტექნიკური საშუალებებით. ხანგრძლივი ტესტირების, სერტიფიცირებისა და ინჟინრული სამუშაოების შემდეგ წლის ბოლოს შესაძლებელი გახდა ევროპული სტანდარტებისა და ხარისხის უჯრედული გრილიატოს ტიპის შეკიდული ჭერის წარმოებაში ჩაშვება.

2022 წელს აქტიურად დაიწყო პროდუქციის ექსპორტი რეგიონალური მიმართულებით. ასევე კომპანიის ბაზაზე ჩამოყალიბდა 7 სამონტაჟო გუნდი, რომლებიც მომხარებლებს სთავაზობენ სწრაფ და პროფესიონალურ სამონტაჟო სერვისს.
2023 წელს აშენდა საწარმოს ახალი B სექტორი და დავიწყეთ დეკორატიული ბაფლის ტიპის ზოლოვანი შეკიდული მეტალის ჭერების წარმოება. ასევე გადაიარაღდა და დაემატა გრილიატოს ტიპის ჭერის დამატებითი საწარმოო ხაზები, რამაც საშუალება მოგვცა წარმადობა გაგვეზარდა 5-ჯერ. სამონტაჟო სერვისს დაემატა ახალი ჯგუფები უკვე საერთაშორისო მაშტაბით შესაძლებელი გახდა აღნიშნული სერვისების შეთავაზება სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, ყატარისა და დუბაის მიმართულებით.
2024 წელს საწარმოს შეემატა მესამე C სექტორი და საწარმოს ჯამურმა ფართობმა 3000კვ.მ.-ს გადააჭარბა. წარმოებაში ჩაეშვა ალუმინის ClipIN ტიპის პანელური ანტიბაქტერიული ჭერები. კომპანიის საბაზრო წილმა სექტორში საქართველოს მაშტაბით გადააჭარბა 80%-ს. ROLF-ის საქართველოში წარმოებული პროდუქცია ოფიციალურად დასახელდა ისეთი მსოფლიო ბრენდების ხუთეულში როგორებიცაა Hunter Douglas, Durlum და AMF. შესრულდა 40-ზე მეტი საერთაშორისო და 650-ზე მეტი ადგილობრივი დაკვეთა. წლის ჭრილში კომპანიის მიერ რეალიზებულმა შეკიდული ჭერის ოდენობამ 130000კვ.მ.-ს გადააჭარბა.
2025 წელს ROLF Deckenkonstruktionen-მა მიიღო 2024 წლის ოქროს ბენდის ტიტული. დაიწყო როლფის ყველაზე დიდი მეოთხე E სექტორის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები, სადაც იგეგმება როგორც არსებული წარმოების წარმადობის ზრდა ასევე დამატებით 3 ახალი მიმართულების შეკიდული ჭერების წარმოება.

*პროექტი განხორციელდა პროგრამა “აწარმოე საქართველოში მხარდაჭერით.


ROLF-ის ქართული საწარმო მდებარეობს თბილისში, აბელ ენუქიძის 11-ში, (KNAUF-ის საწარმოს გვერდით). შედგება 3 სექტორისაგა A, B, C. საერთო საწარმოო ფართობი შედაგენს 3000კვ.მ.-ზე მეტს.
ჩვენი საწარმო სრულად აღჭურვილია თანამედროვე ევროპული საწარმოო მანქანა-დანადგარებით და მაქსიმულურად ავტომატიზირებულია საწარმოო ციკლი. კონტროლდება წარმოების ციკლის ყოველი ეტაპი ლაბორატორიული სიზუსტით და დამკვეთს ბარდება მხოლოდ გადამოწმებული პროდუქცია. ჩვენი საწარმოდან გამოსულ ყოველ პროდუქტზე ვრცელდება გარანტია, როგორც აღმოჩენილ დეფექტებზე ასევე 15 წლიანი გარანტია ნედლეულის კოროზიაზე. წარმოებული ყოველი პროდუქტის შეფუთვაზე დატანილია წარმოების დრო და შტრიხკოდი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მარტივად იდენტიფიცირდეს და გაკონტროლდეს ხარისხი და შესაბამისი საგარანტიო სერვისი.
ჩვენს საწარმოში ხარისხი და უსაფრთხოება მთავარ პრიორიტეტად გვაქვს დასახული და შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. სწორედ ამიტომ ვართ ერთადერთი ინდუსტრიული საწარმო საქართველოში, რომელიც ღიაა ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის თუ დაინტერესებული პირისთვის. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარმოების პროცესის გამჭვირვალობით, აღჭურვილობით და დანერგილი ინოვაციური ტექნოლოგიებით და გვსურს ჩვენი მომხმარებლებისთვისაც თვალსაჩინო იყოს სივრცე, სადაც იქმნება მათი პროდუქცია.
ჩვენი გუნდი ყოველწლიურად გადის გადამზადებას ევროპულ სატრენინგო ცენტრებში და მუდმივად ვზრუნავთ თანამედროვე საწარმოო სტანდარტების დანერგვაზე.

 

შპს როლფ დეკენკონსტრუქციონენ საქართველო
ს/კ: 406319586
მის: აბელ ენუქიძის 11, თბილისი, საქართველო
დირექტორი: ლიანა ხოსიტაშვილი
ტელ:
+995 555 000049
+995 555 000039
+995 550 000048
+995 550 000068
სს საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი: BAGAGE22
ა/ა:
GE84BG0000000498718105GEL
GE84BG0000000498718105EUR
GE84BG0000000498718105USD

საწარმოს მისამართი:
ა. ენუქიძის 11, თბილისი, საქართველო
შოურუმის მისამართი:
ა. ენუქიძის 11, თბილისი, საქართველო
ელ. ფოსტა:
info@rolfdk.com (ზოგადი)
sales@rolfdk.com (გაყიდვები)
ceo@rolfdk.com (დირექტორი)
ვებგვერდი:
www.rolfdk.com
Facebook:
https://www.facebook.com/rolfdkcom
Linkedin:
https://www.linkedin.com/company/rolfdk/
Youtube:

https://www.youtube.com/channel/UCZSPgcdrlTchns5yG_bEnsQ