როგორ შევარჩიოთ გრილიატოს ჭერი?

გრილიატოს ჭერის შერჩევისას ყველაზე რთული უჯრედის ზომის შერჩევაა.
მცირე უჯრედის მოდელის გრილიატოს ნიშნავს უფრო მეტ დაფარვის ფუნქციას, მაგრამ მკვეთრად მაღალ ფასს, ხოლო დიდი ზომის უჯრედის მოდელი დაბალ ფასს, მაგრამ მაღალ გამჭვირვალობას და არაეფექტურობას.

უჯრედის ზომის შერჩევა ხდება ობიექტის განშლის მიხედვით და მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. არსებობს სტანდარტებით დადგენილი შკალა, რომელშიც გათვალისწინებულია ადამიანის ფსიქოლოგიური კომფორტული ხედვის არე, მისი გათვალისწინებით  მარტივადაა შესაძლებელია რაციონალური და ბიუჯეტური შედეგის მიღება. მოსაზრება, რომ მაღალი ჭერის შემთხვევაში დიდი უჯრედის შერჩევა უფრო უპრიანია მცდარია. ასევე მცდარია შეხედულება, ფართო განშლის სივრცეებში დასაშვებზე პატარა უჯრედის გამოყენება, სადაც სრულად იკარგება ჭერის დიზიანის ნაწილი.

შესაბამისად უჯრედის მოდელის შერჩევისას უმჯობესია კონსულტაცია პროფესიონალთან გაიაროთ, რომ მიიღოთ ოპტიმალური შედეგი ოპტიმალურ ფასად.

გრილიატოს ჭერის ხარისხის გარჩევა მონტაჟამდე არ არის მარტივი და მრავალ ტექნიკურ ნიუანსზე დაკვირვებას მოითხოვს. თითქმის შეუძლებელია მხოლოდ ნიმუშით ტექნიკური ცოდნისა და საზომი ინვენტარის გარეშე ხარისხის შემოწმება. თუ არ გაქვთ შესაბამისი ტექნიკური და ინჟინრული ცოდნა, უმჯობესია მოითხოვოთ მომწოდებლის მიერ შესრულებული პროექტების პორტფოლიო, შესრულებული ობიექტი თავად ნახოთ და მხოლოდ მას შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება. უკვე დამონტაჟებულ აწყობილ სისტემაში მარტივად დაინახავთ განსხვავებას, რაც ერთეულ ნიმუშზე შეუძლებელია, რომ შეამჩნიოთ.

კალიბრაცია (ფორმისა და ჭრილების სიზუსტე)

ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გრილიატოს ჭერის შერჩევისას არის პროფილის ფორმისა და ჭრილების სიზუსტე. საერთაშორისო სტანდარტებით დასაშვებია +-0.20მმ, მაგრამ რაც უფრო მაღალი სიზუსტითაა პროფილები წარმოებული, მით უფრო მარტივია მონტაჟიც და შედეგიც უფრო ეფექტურია.

დასაშვებზე მეტი ცდომილების შემთხვევაში შესაძლოა ნიმუშზე ერთი შეხედვით თვალით ვერ შეამჩნიოთ ცდომილება, მაგრამ მონტაჟის ბოლოს აუცილებლად მოგხვდებათ თვალში ჭერის არასწორი გეომეტრია, უსწორმასწორო დონეები, პროფილებს შორის დარჩენილი ღრიჩოები, არათანაბარი პროფილების ანარეკლი და შესაბამისად აჭრელებული ჭერი. ასევე რთულდება ჭერის კომუკაციებთან წვდომაც, რადგან არასწორი გეომეტრია ართულების უჯრედების მოხსნასა და დაყენებას. პროფილების შეუთავსებლობა ასევე იწვევს მონტაჟის გართულებას და ხარჯების გაზრდა, ხოლო მაღალი ცდომილების შემთხვევაში შესაძლოა ფიზიკურად ვერ აიწყოს სისტემა.
გრილიატოს ჭერი სისტემური ჭერია და მოითხოვს 5 სხვადასხვა ტიპის პროფილების ერთმანეთთან სრულ თავსებადობას. თუ რომელიმე ერთი სახეობის პროფილის ჭრილში, თუნდაც თვალითშეუმჩნეველი მილიმეტრია სხვაობა, ეს იმას ნიშნავს რომ 20 მეტრში ეს სხვაობა დაჯამდება და გახდება 60მმ, რაც ჭერის აწყობის გაგრძელებას შეუძლებელს გახდის.

მასალა და დაფერვა

A) მეტალის გრილიატოს ჭერის შემთხვევაში მეტალი უნდა იყოს მაქსიმალურად მსუბუქი და მყარი, რომ ჭერის წონამ არ გადააჭრბოს უსაფთხოების დასაშვებ მინიმუმს და ზედმეტი წონის გამო დროთა განმავლობაში არ გამოიწვიოს დეფორმაცია. მეტალის სისქის იდეალური შეფარდებაა 0.25მმ, ხოლო დასაშვები დიაპაზონი 0.20-0.30მმ-მდე მერყეობს.  ალუმინის გრილიატოს შემთხვევაში ეს დიაპაზონი 0.30-0.45მმ-ს შეადგენს.

B) მეტალის პოლიმერული ფხვნილით ქარხნული დაფერვა ერთე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია კოროზიისა წინააღმდეგ. დაფერვის იდეალური სისქე 20-25 მიკრონს შეადგენს, ხოლო დასაშვები ნორმა 15-30 მიკრონის დიაპაზონია. თხელი დაფერვის შემთხვევამ შესაძლოა გამოიწვიოს მონტაჟისას ან ექსპლოატაციისას დამატებითი ნაკაწრების გაჩენა ხოლო დროის ხანგრძლივ მონაკვეთში ფერის ცვლილება (გახუნება).

 

გრილიატოს მასალის შერჩევისას აუცილებელია გაითვალისწინოთ სამონტაჟო სივრცის დანიშნულება, რა ტიპის სივრცეში მონტაჟდება და რა ტიპის ექსპლატაციის პიროებებში მოხდება მისი გამოყენება.

მეტალის გრილიატოს აქვს მაღალი საექსპლოატაციო თვისებები, ალუმინთან შედარებით არის ბევრად მყარი, მარტივია სამონტაჟოდ და არ ზიანდება ხშირი მონტაჟისა და დემონტაჟის შემთხვევებში.

ალუმინის გრილიატოს სირბილის და დრეკადობის გამო არ არის რეკომენდირებული ჭერის ხშირი სასერვისო ექსპლოატაცია.

მეტალის გრილიატო არის უფრო გამძლე, მედეგი და თითქმის 10ჯერ უფრო დიდხანს ინარჩუნებს პირვანდელ სახეს. მისი ერთადერთი ნაკლოვანება არის ის, რომ მაღალტენიან ადგილებში (სპა ცენტრები, საუნები და სხვა), სადაც ტენიანობა RH აღემატება 65%-ს, ალუმინისგან განსხვავებით ნაკლებ მედეგია კოროზიასთან და მისი საექსპლუატაციო ვადა 20-დან შესაძლოა 1 წლამდე შემცირდეს.

გრილიატოს ჭერის ფერის შერჩევა არ არის რთული, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია განათებისა და ჩრდილების ეფექტი. არასწორად განაწილებულმა განათებამ, შესაძლოად რადიკალურად შესაცვალოს გრილიატოს ჭერის რეალური ფერის აღქმა.

გრილიატოს ჭერი ერთერთი ყველა მოქნილი ჭერია თანამედროვე სამშენებლო ინდუსტრიაში, შესაბამისად მასზე თითქმის ყველა ტიპის სანათის დამაგრებაა შესაძლებელი.

ყველაზე მთავარი ფაქტორი რაც სანათების პროექტირებისას არ უნდა გამოგრჩეთ არის ის რომ ეს არის ღია ჭერი, მისი მთავარი ფუნქცია ჭერის კომუნიკაციების დაფარვაა და შესაბამისად ჭერის შიდა სივრცე არ უნდა განათდეს. მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ ნათების ნაკადები მიმართული იყოს ზემოდან ქვემოთ და არა პირიქით.

გრილიატოს ჭერებისთვის კომერციულ ობიექტებზე გამოიყენება ძირითადად 3 ტიპის სანათები:

A) წერტილოვანი სანათები (მონტაჟდება გრილიატოს უჯრედებში და ირჩევა უჯრედის ზომის მიხედვით)

B) პანელური სანათები (585x585mm, სპეციალური სამაგრი კრონშტაინებით)

C) ზოლოვანი სანათები (ნებისმიერი გარედან მისამაგრებელი ზოლოვანი სანათი)

A) გრილიატოს ჭერის პროექტირებისას აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ გრილიატოს ჭერის მონტაჟისათვის აუცილებელია მინიმუმ 10სმ, ჭერის ან მის ქვე გამავალი კომუნიკაციების ყველაზე დაბალი წერტილიდა.

B) გრილიატოს ჭერი სამონტაჟოდ აუცილებელია, რომ ჭერის სამონტაჟო დონე ჩახურული იყოს პერიმეტრის ყველა ნაწილში. (გარდა დიზაინით გათვალისწინებული არასტანდარტული შემთხვევებისა).

დაკმვეთისთვის მისაწოდებლი ინფორმაცია ზუსტი ფასის კალკულაციისთვის:
1. სამონტაჟო სივრცის ფართობი
2. სამონტაჟო სივრცის პერიმეტრი
3. არსებული ჭერის დონიდან სამონტაჟო ჭერის დონემდე მანძილი მაკომპლექტებელი საკიდების სიგრძის განსასაზღვრად.

გრილიატოს ჭერის დაგეგმვა და სამონტაჟო კონსულტაციები სასურველია შესრულდეს ობიექტზე MEP სისტემის პროექტირების ეტაპზე, რომ ჭერის კომუნიკაციები და ჭერი თავიდანვე ტექნიკურ თანხვედრაში იყოს ერთმანეთთან.
აღნიშნულის უგულვებელყოფამ შესაძლოა საბოლოოდ გაართულოს ჭერის მონტაჟი ან საჭირო გახდეს ჭერის დონის იძულებითი დაწევა.

გრილიატოს ჭერის მონტაჟი ხდება საბოლოო ეტაპზე, როდესაც ჭერის კომუნიკაციები, კედლების სამღებრო სამუშაოები და სხვა მტვრიანი სარემონტო სამუშაოები დასრულდება.

გრილიატოს ჭერი ბუნებრივ პირობებში არ იმტვერება, მაგრამ წებოვანი სამშენებლო ბათქაშის მტვერის მოშორება პატარა უჯრედებიდან შესაძლოა ჭერის მონტაჟზე შრომატევადი აღმოჩნდეს.