FAQ Baffle ceilings

ბაფლის ჭერის შერჩევისას ყველაზე რთული პროფილის ფორმის და ინტერვალის შერჩევაა.
მცირე ინტერვალის დიზაინის ზოლოვანი ჭერი ნიშნავს უფრო მეტ დაფარვის ფუნქციას, მაგრამ მკვეთრად მაღალ ფასს, ხოლო დიდი ინტერვალის დიზაინი დაბალ ფასს, მაგრამ მაღალ გამჭვირვალობას და არაეფექტურობას.

პროფილის ფორმის და ინტერვალის შერჩევა ხდება ობიექტის განშლის მიხედვით და მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასევე პროფილების მიმართულების სწორად შერჩევას. მაგალითად კორიდორულ სისტემაში განივად განლაგებული პროფილები ბევრად უფრო მეტი დაფარვის საშუალებას იძლევა და ინტერვალის გაზრდის ხარჯზე შესაძლებელია ბიუჯეტი საგრძნობლად შემცირდეს.

დიზაინის შერჩევისა უმჯობესია კონსულტაცია პროფესიონალთან გაიაროთ, რომ მიიღოთ ოპტიმალური შედეგი ოპტიმალურ ფასად.

ბაფლის ჭერის ხარისხის გარჩევა მონტაჟამდე არ არის მარტივი და მრავალ ტექნიკურ ნიუანსზე დაკვირვებას მოითხოვს. თითქმის შეუძლებელია მხოლოდ ნიმუშით ტექნიკური ცოდნისა და საზომი ინვენტარის გარეშე ხარისხის შემოწმება. თუ არ გაქვთ შესაბამისი ტექნიკური და ინჟინრული ცოდნა, უმჯობესია მოითხოვოთ მომწოდებლის მიერ შესრულებული პროექტების პორტფოლიო, შესრულებული ობიექტი თავად ნახოთ და მხოლოდ მას შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება. უკვე დამონტაჟებულ აწყობილ სისტემაში მარტივად დაინახავთ განსხვავებას, რაც ერთეულ ნიმუშზე შეუძლებელია, რომ შეამჩნიოთ.

ბაფლის ჭერის პროფილებში პირველ რიგში აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ პროფილების დაბოლოებების სიზუსტესა და გადაბმულობას.

 კალიბრაცია (ფორმისა და ჭრილების სიზუსტე)

ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ფაფლის ჭერის შერჩევისას არის პროფილის ფორმისა და დაბოლოებების სიზუსტე. სტანდარტებით დასაშვებია +-0.20მმ, მაგრამ რაც უფრო მაღალი სიზუსტითაა პროფილები წარმოებული, მით უფრო მარტივია მონტაჟიც და შედეგიც უფრო ეფექტურია.

დასაშვებზე მეტი ცდომილების შემთხვევაში შესაძლოა ნიმუშზე ერთი შეხედვით თვალით ვერ შეამჩნიოთ ცდომილება, მაგრამ მონტაჟის ბოლოს აუცილებლად მოგხვდებათ თვალში ჭერის არასწორი გეომეტრია, ღრიჩოები გადაბმებისას, არათანაბარი პროფილების ანარეკლი და შესაბამისად აჭრელებული ჭერი.
ბაფლის ჭერი სისტემური ჭერია და მოითხოვს პროფილების ერთმანეთთან შეუმჩნეველ დაკავშირებას.

მასალა და დაფერვა

მეტალის ბაფლის ჭერის შემთხვევაში მეტალი უნდა იყოს მაქსიმალურად მსუბუქი და მყარი, რომ ჭერის წონამ არ გადააჭრბოს უსაფთხოების დასაშვებ მინიმუმს და ზედმეტი წონის გამო დროთა განმავლობაში არ გამოიწვიოს დეფორმაცია. მეტალის სისქის იდეალური შეფარდებაა 0.35მმ, ხოლო დასაშვები დიაპაზონი 0.30-0.50მმ-მდე მერყეობს.  ალუმინის შემთხვევაში ეს დიაპაზონი 0.40-0.60მმ-ს შეადგენს.

B) მეტალის პოლიმერული ფხვნილით ქარხნული დაფერვა ერთე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია კოროზიის წინააღმდეგ. დაფერვის იდეალური სისქე 30 მიკრონს შეადგენს, ხოლო დასაშვები ნორმა 20-40 მიკრონის დიაპაზონია. თხელი დაფერვის შემთხვევამ შესაძლოა გამოიწვიოს მონტაჟისას ან ექსპლოატაციისას დამატებითი ნაკაწრების გაჩენა ხოლო დროის ხანგრძლივ მონაკვეთში ფერის ცვლილება (გახუნება).

ჩვეულებრივი ხის ფაქტურის მეტალის დაფერვა არის გლუვი და მხოლოდ ვიზუალურად ახდენს ხის იმიტაციას, ხოლო 3D ხის ფაქტურა იმეორებს ფაქტურას ტექსტურაშიც და ხაოები ისინჯება ხელით შეხებისასაც, როგორც ნამდვილ ბუნებრიც ხეზე.

ბაფლის პროფილების შერჩევისას უმჯობესია შეირჩეს ბუნებრივად მარტივად აღსაქმელი ხის ფიცრის, “რეიკი”ს ან “ბალკი”-ს ფორმა, რო იყოს ბუნებრივი თვალისთვის. ჩვენი საბაზო პროფილების მოდელები სწორედ ამ კრიტერიუმით არის შერჩეული. ფერის შერჩევა სრულად თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. ROLF-ი გთავაზობთ ყველა ფართო არჩევანს ხის ფაქტურებში გლობალური მაშტაბით, ასევე ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენი კომპანია აწარმოებს ბაფლის ჭერებს 3D ხის ფატურის პროფილებით.

ბაფლის ჭერისთვის სანათების შერჩევა არ არის რთული პროცესი, შეგიძლიათ დაამონტაჟოთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი მოდელის სანათი.

აუცილებელი ფაქტორი რაც უნდა გაითვალისწინოთ არის ის რომ ნათება მიმართული უნდა იყოს აუცილებლად ზემოდან ქვემოთ, რომ არ მოხდეს ღია ჭერის შიდა სივრცის განათება.

ბაფლის ჭერის პროექტირებისას აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ ბაფლის ჭერის მონტაჟისათვის აუცილებელია მინიმუმ პროფილის სიმაღლეს დამატებული 3სმ, ჭერის ან მის ქვე გამავალი კომუნიკაციების ყველაზე დაბალი წერტილიდან.

დაკმვეთისთვის მისაწოდებლი ინფორმაცია ზუსტი ფასის კალკულაციისთვის:
1. სამონტაჟო სივრცის დეტალური ნახაზი
2. არსებული ჭერის დონიდან სამონტაჟო ჭერის დონემდე მანძილი მაკომპლექტებელი საკიდების სიგრძის განსასაზღვრად.

ბაფლის ჭერის დაგეგმვა და სამონტაჟო კონსულტაციები სასურველია შესრულდეს ობიექტზე MEP სისტემის პროექტირების ეტაპზე, რომ ჭერის კომუნიკაციები და ჭერი თავიდანვე ტექნიკურ თანხვედრაში იყოს ერთმანეთთან.
აღნიშნულის უგულვებელყოფამ შესაძლოა საბოლოოდ გაართულოს ჭერის მონტაჟი ან საჭირო გახდეს ჭერის დონის იძულებითი დაწევა.

ბაფლის ჭერის მონტაჟი ხდება საბოლოო ეტაპზე, როდესაც ჭერის კომუნიკაციები, კედლების სამღებრო სამუშაოები და სხვა მტვრიანი სარემონტო სამუშაოები დასრულდება.