
ჩვენი კომპანიისთვის წარმოებული პროდუქციის ხარისხი და მომხმარებლის კმაყოფილება არის უპირველესი პრიორიტეტი. შესაბამისად წარმოების ყველა ეტაპს ვაკონტროლებთ მაქსიმალურად. მომხმარებლისთვის ჩაბარებული პროდუქციის ყოველ შეფუთვაზე დატანილია წარმოების თარიღი და შტრიხკოდი, რომელიც უამრავ ინფორმაციას შეიცავს. მისი საშუალებით შესაძლებელია დადგინდეს ნედლეულის პარტია, კონკრეტულად რომელი თანამშრომლები ღებულობდნენ მონაწილებას კონკრეტული პროფილის წარმოების პროცესში და ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში რა იყო მიზეზი გამოვლენილი ხარვეზისა. ყუთზე დატანილი შტრიხკოდის საშუალებით შეგვიძლია კონკრეტული პროფილის წარმოების სრული ციკლის მონაცემების და ვიდეომასალის ამოღება.
პროდუქციის წარმოების ხარისხის კონტროლი და ფიზიკური სახით შემოწმება, დაახლოვებით 10 საფეხურს მოიცავს:
- ნედლეულის ლაბორატორიული სიზუსტით შემოწმება ღებვის ხარისხზე საწარმოში შემოსვლისას (ყოველი 10 000მ)
- ნედლეულის ლაბორატორიული სიზუსტით შემოწმება კორიზიასთან მედეგობაზე (ყოველი პარტიის მარილოვანის ტესტირების მეთოდით)
- ნედლეულის ლაბორატორიული სიზუსტით შემოწმება მასალის სისქესა და სიგლუვეზე საწარმოში შემოსვლისას (ყოველი 10 000მ)
- ნედლეულის ჭრის კონკრეტული სახაზო ნაწილის სიზუსტის შემოწმება ხაზზე გაშვებამდე (ყოველი 2500მ)
- მასალის ჭრილის სიზუსტის გაზომვა (ყოველი 100-ე, დასაშვები ცდომილება 0.05მმ)
- მასალის სიგრძის სიზუსტის გაზომვა (ყოველი 100-ე, დასაშვები ცდომილება 0.08მმ)
- პროფილის ფორმირების სიზუსტის შემოწმება (ყოველი 100-ე, დასაშვები ცდომილება 0.25მმ)
- პროფილის სიმტკიცის შემოწმება (ყოველი 6000-ე)
- სასაწყობო შეფუთვის შემოწმება
- მომხმარებლამდე მიწოდების სატრანსპორტო შეფუთვის შემოწმება


