გთავაზობთ ჭერის პროფესიონალური პროექტირებისა 3D ვიზუალიზაციის სერვისს, რაც საშუალებას გაძლევთ თქვენსავე ობიექტზე მორგებული ჭერის ვიზუალი მაქსიმალურად რეალურად აღიქვათ, წინასწარ მოახდინოთ სხვადსხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევების პრევენცია და ვირტუალურ გარემოში მოარგოთ თქვენს გემოვნებას.

ჩვენი დიზაინერთა გუნდი შემოგთავაზებთ თქვენს სურვილებზე და ობიექტის ტიპზე მორგებულ 3D ვიზუალიზაციის რენდერებს, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება ჭერის ექსპლუატაციის და მონტაჟის პროფესიონალური მიდგომა. მორგებული იქნება თქვენი ობიექტის განათების ტიპზე და სანათების მონტაჟის განლაგებაზე. ამასთან კომერციული ობიექტებისთვის ვიზუალიზაციისთვის მხედველობაში იქნება მიღებული მომხმარებლის ფსიქოლოგიური ხედვის ეფექტი, რის მიხედვითაც თქვენს მომხმარებელს შეუქმნის იმ განწყობას, რომელიც არის თქვენი კომერციული ობიექტის მიზანი. ამასთან პროექტირებისას გათვალისწინებული იქნება ჭერის კომუნიკაციები, გათბობა-ვენტილაციის ჰაერსატარები, სახანძრო უსაფრთხოების მილები და სხვა.