ROLF Deckenkonstruktionen აწარმოებს მხოლოდ უმაღლესი კლასის, უმაღლესი ხარისხისა და სტანდარტების პროდუქციას, რის ფაქტობრივად გასამყარებლადაც გამუდმებით ვმუშაობთ ავტორიტეტულ საერთაშორისო მასერტიფიცირებელ ორგანებთან შესაბამისი სერტიფიკატების მოსაპოვებლად. ამჟამად მიმდინარეობს TÜV SÜD ISO 9001:2015, TIAM და EC საერთაშორისო სერტიფიცირების პროცედურები, რომელთაც სრულად შემოგთაზებთ 2025 წლის ბოლომდე.
ჩვენი კომპანია პერმანენტულად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ლოკალურ და საერთაშორისო გამოფენებში, სადაც ჩვენი პროდუქციისა და ინოვაციების წარდგენასთან ერთად, ვეცნობით და ვნერგავთ გლობალურ ინოვაციებსა და სტანდარტებს ჩვენს სექტორში.
როლფის მენჯმენტი და გუნდი ყოველწლიურად გადის გადამზადებას და ტრენინგებს საერთაშორისო ტრენინგცენტრებში. ვთანამშრომლობთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის GICON-ის და GIZ-ის ტრენინგცენტრებთან. ჩვენი კომპანიის ხარისხისა და მენეჯმენტის სისტემების კონტროლსა და დანერგვას პერმანენტულად ახორციელებს კომპანია Management Systems (http://isoms.ge), რომელიც არის TÜV SÜD Management Service GmbH-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში.








